ე.წ. გადატრიალების საქმე

კალაძე: არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი მოსახლეობა გამოიყენოს საზარბაზნე ხორცად

პირდაპირ განცხადებებს ვისმენთ, ქმედებებსაც ვაკვირდებოდით და ყოველთვის არის მცდელობა, ქვეყანაში შემოიტანონ დაძაბულობა, არეულობა. ერთი რამ ცხადია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვიღაცებისთვის არ არის მისაღები, რადგან დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, ვინც ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს დათმობს, გაატარებს სხვა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე. არავის მივცემთ უფლებას და შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გამოიყენოს საზარბაზნე ხორცად. ჩვენი ქვეყანა არ იყიდება! ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ, ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის შიგნით, მის გარეთ თუ ა.შ.

თბილისის მერი კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი" ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.

კომენტარები