რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ დონეცკში მარიონეტი პუშილინის "ადმინისტრაციის" შენობასთან აფეთქებები მოხდა

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის შენობა

ოკუპირებულ დონეცკში მარიონეტული რეჟიმის მეთაურის, დენის პუშილინის ადმინისტრაციის შენობასთან აფეთქებები მოხდა.

როგორც რუსული წყაროები ირწმუნებიან, შენობას უკრაინელებმა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან გაუხსნეს. მათივე მტკიცებით, ჯამში ნასროლი იყო 3 რაკეტა, რომელთაგან ერთი შენობას მოხვდა.

პუშილინის თქმით, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ოკუპირებული დონეცკის მარიონეტი მმართველის ადმინისტრაციის შენობაზე იერიში გასული წლის აგვისტოშიც მიიტანეს.

კომენტარები