სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ბობოხიძე სუს-ის განცხადებაზე: პირველად არ არის, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებებს ვისმენთ

პირველად არ არის, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებებს ვისმენთ. სამწუხაროა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ჩართულია ხელისუფლების ანტიდასავლურ პროპაგანდაში. აქ, კვლავ რუსეთიდან, ჩვენი ნამდვილი მტრისგან მომდინარე საფრთხეების მაგივრად აქცენტი გაკეთებულია დასავლეთის ქვეყნებზე, პარტნიორ სახელმწიფოებზე, რომ ისინი გეგმავენ დესტაბილიზაციას ქვეყანაში. გამოსავალი მხოლოდ ერთია, მომავალ წელს არჩევნებში ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ. 

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებულ განცხადებას, რომ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში იგეგმება ხელისუფლების დამხობის მცდელობა. სუს-ის მტკიცებით, აღნიშნულ გეგმის განხროციელება უცხო ქვეყნის კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.

კომენტარები