ეს არის პირდაპირ რუსეთიდან ნაკარნახევი დირექტივა და დაკავშირებულია ჩვენს საქმიანობასთან. ქართული ლეგიონი უკრაინაში ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფია და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან "შემაწუხებელი" ფაქტორია, რადგან ძალიან ბევრი რუსი კვდება ქართული ლეგიონის მებრძოლების ხელით. მე არ მინდა, ეს ყველაფერი განზრახული და მიმართული იყოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩამოდიან საკუთარი ოჯახების სანახავად. რუსეთმა ამ ადამიანებს მიუსაჯა სხვადასხვა მუხლი, ჩატარდა სასამართლო და შეიძლება ეს იყოს იმ ადამიანების, ვინც საქართველოში ჩამოდის, რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა.
ასე რომ, მგონია ეს არის სუფთად რუსული ხელწერა. საქართველოს რუსული ხელისუფლება გააქტიურდა და ცდილობს ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას.