მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

წითელმა ჯვარმა დეკემბრის შემდეგ ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარება პირველად ჩაიტანა

ლაჩინის დერეფანი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) დეკემბრის შემდეგ ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარება პირველად ჩაიტანა.

აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიდან სატვირთო მანქანების მთიან ყარაბაღში ერთდროულად აღდამისა და ლაჩინის გავლით გავიდნენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ჰიკმეტ ჰაჯიევის თქმით, "მთელი საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა მომსწრე, რომ არანაირი ბლოკადა არ ყოფილა".

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო ICRC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ყარაბაღში გაგზავნილი ტვირთი ფქვილსა და მედიკამენტებს მოიცავდა.

17 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში საკვები პროდუქტების არსებული კრიზისის ფონზე, სეპარატისტული ე.წ. ხელისუფლება დათანხმდა ჰუმანიტარული ტვირთის ორი მარშრუტით: გორისი-სტეფანაკერტისა და აღდამი-სტეფანაკერტის გზებით.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლების განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ერთობლივი შეთავაზება მიიღეს, რათა რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთი შევიდეს. 

ბოლო თვეების მანძილზე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საკვების გზების ბლოკირების გამო მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა. აზერბაიჯანმა დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკადა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. 2023 წლის ზაფხულში მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა შიმშილის პირას აღმოჩნდა.

12 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შეუშვა.

კომენტარები