ოპენჰაიმერი

ოპენჰაიმერი კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა

კრისტოფერ ნოლანის დრამა ოპენჰაიმერი კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა. 

ოპენჰაიმერმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 912 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აქამდე რეკორდი ფრედი მერკურის ცხოვრების შესახებ გადაღებულ ბოჰემურ რაფსოდიას ეკუთვნოდა, მუსიკალურ ფილმის შემოსავალი 910.8 მილიონი დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ორივე ფილმში რამი მალეკი თამაშობს.

ფილმი ატომური ბომბის შემქმნელის, ჯულიუს ოპენჰაიმერის ცხოვრებას ეფუძნება. სურათში მთავარ როლს კილიან მერფი ასრულებს. 

ოპენჰაიმერი ასევე შემოსავლით მეორე ფილმია, რომელსაც R ანუ არასაბავშვო რეიტინგი აქვს. პირველ ადგილს 1.074 მილიარდით ჯოკერი იკავებს.

ნოლანის ახალი ბიოგრაფიული დრამის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში ჯერ კიდევ შესაძლებელია.

კომენტარები