ოპენჰაიმერი

ინდოეთში ოპენჰაიმერის სცენაში გაშიშვლებულ პერსონაჟს ეფექტების გამოყენებით კაბა "ჩააცვეს"

ინდოეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კინოთეატრებში ოპენჰაიმერის ოდნავ შეცვლილი, დაცენზურებული ვერსია გადის.

კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით ცენზორებმა ფლორენს პიუს შიშველ პერსონაჟს შავი კაბა "ჩააცვეს". მსახიობი ბლოკბასტერში მთავარი გმირის მეგობარ ქალს, ჯინ ტეტლოკს თამაშობს.

ინდოეთში ამ გზით რეიტინგის შეცვლას მიაღწიეს და კინოთეატრში 12 წლიდან ზევით მაყურებელი დაიშვება. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში კი საეკრანო სიშიშვლე აკრძალულია.

ოპენჰაიმერი საქართველოს კინოთეატრებში 20 ივლისს გამოვიდა.

კომენტარები