რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კლიშჩეევკა გაათავისუფლეს

უკრაინელი სამხედროები კლიშჩეევკაში
Об'єднана штурмова бригада Національної поліції України «Лють»

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით სოფელი კლიშჩეევკა გაათავისუფლეს.

უკრაინსკა პრავდასთან ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერი, კაპიტანი ილია ევლაში. ცნობას საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალი ოლექსანდრ სირსკიც.

კლიშჩეევკის გათავისუფლებაში მონაწილეობდა უკრაინის პოლიციის მოიერიშე ბრიგადა Лють-ი, თავდაცვის ძალების დანაყოფებთან: მე-80 ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადასა და მე-5 ცალკეული მოიერიშე ბრიგადასთან ერთად. დასახლების გათავისუფლების ცნობაც თავდაპირველად ამ ბრიგადა Лють-მა საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

14 სექტემბრის მძიმე შეტაკებებიდან ერთი დღის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი ანდრეევკა გაათავისუფლეს. ამავე დღეს, 15 სექტემბერს უკრაინის გენშტაბი წერდა, რომ მათმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს კლიშჩეევკის მიმართულებითაც.

კომენტარები