ავიაკატასტროფა ბრაზილიაში

ბრაზილიაში ავიაკატასტროფის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის ავიაკატასტროფა
By Kathryn Armstrong, BBC News

ბრაზილიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ამაზონის სახელმწიფოს უსაფრთხოების მდივანმა, ვინისიუს ალმეიდამ თქმა, რომ მცირე პროპელური თვითმფრინავი, თავისი მოგზაურობის დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც დაბალი ხილვადობისა და წვიმის დროს ამაზონის შტატის დედაქალაქსა და ბარსელოსს შორის შორეულ ჯუნგლებში  ჩამოვარდა.

ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულია ბორტზე მყოფი თორმეტივე მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი. მომხდარის შესახებ გამოძიება დაწყებულია.

ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ბრაზილიური თვითმფრინავების მწარმოებელი Embraer-ის მიერ იყო დამზადებული. მათივე ცნობით, თვითმფრინავის მფლობელის, მანაუს აეროტაქსის თქმით, თვითმფრინავი და მისი ეკიპაჟი ფრენისას ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებდა.

ბერსელოსის მერის, ედსონ დე პაულას თქმით, თვითმფრინავი ადგილობრივად მომუშავე ბიზნესმენის მიერ იყო დაქირავებული.

როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, დაღუპულები იდენტიფიცირებისათვის მანაუსში არიან გადასვენებული.

კომენტარები