რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დონეცკში უკრაინის მხრიდან დაბომბვას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – რუსეთი

უკრაინის 47-ე ბრიგადის სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქში, 2023 წლის ივლისი.
David Guttenfelder for The New York Times

რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

ამის შესახებ ინფორმაციას TACC-ი დონეცკის ე.წ. მერზე, მაქსიმ კოზლოვსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"ამ დროისთვის სვეტლოდარსკის სამი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი დადასტურებულია". - თქვა კოზლოვსკიმ.

მან ასევე დასძინა, რომ უკრაინამ ქალაქზე იერიში დასავლური სტილის შორი რადიუსის მქონე რაკეტებით მიიტანა.

კომენტარები