ოთარ ფარცხალაძე

ვაშაძე: ფარცხალაძე უნდა დააკავონ, დღევანდელი მთავარი პროკურორი კი თანამდებობას განარიდონ

ეს არის სამშობლოს ღალატი, ჩემო კარგებო, ოფიციალურად დადასტურებული, ფაქტობრივად, ჩვენი პარტნიორების მხრიდან. თუ გვინდა, რომ არ იყოს ზიანი, ეს კაცი [ფარცხალაძე] უნდა დააკავონ. მის გარშემო მყოფი ყველა პირი და დღევანდელი მთავარი პროკურორი უნდა განარიდონ თანამდებობას. გამოძიება მის წინააღმდეგაც უნდა იყოს, იმიტომ, რომ ის ხელმძღვანელობდა ფარცხალაძის დროს საგამოძიებო მიმართულებას, მისი მოადგილე იყო და შემდგომ ორგზის დანიშნეს პროკურორად. ეს შემთხვევით არ მომხდარა.

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

კომენტარები