ოთარ ფარცხალაძე

ვოლსკი ფარცხალაძეზე: თუ რამე ჩადენილი აქვს, სახელმწიფო იმოქმედებს შესაბამისად

თუ რამე ჩადენილი აქვს ისე, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო იმოქმედებს შესაბამისად. საქართველო არ არის ის ტერიტორია, სადაც სანქციას არიდებს თავს რუსეთი, ან რუსეთში მოღვაწე ნებისმიერი ბიზნესმენი.

2013 წლის შემდეგ იგი საერთოდ არ გამოჩენილა სახელმწიფო სტრუქტურების სიახლოვეს. ასე რომ, ამ თემაზე შეკითხვები მას მერე უნდა დაისვას, რაც საკითხი შესწავლილი იქნება შესაბამისი სტრუქტურების მიერ და არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ, რაიმე ნიშნით იყოს დაკავშირებული საქართველოს დღევანდელობასთან.

ასე აფასებს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი აშშ-ს მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას.

რუსეთის დუმაში დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა ფორმულასთან საუბარში თქვა, რომ რუსეთთან სავიჟო რეჟიმის გაუქმების პროცესში ოთარ ფარცხალაძე აქტიურად იყო ჩართული.

კომენტარები