საგარეჯოში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ ავტოავარია მოხდა - დაიღუპა 1 ქვეითი, ხოლო ავტომანქანაში მყოფი 6 მოსწავლე დაშავდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს სკოლის მოსწავლე მართავდა - მან საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და დაეჯახა ქვეითს, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ავტომანქანა ხეს შეეჯახა, შედეგად მძღოლი და მგზავრები, რომლებიც ასევე სკოლის მოსწავლეები იყვნენ, დაშავდნენ.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.