როსავიაცია

როსავიაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

Yahoo News

რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, როსავიაციის ხელმძღვანელი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ალექსანდრ ნერადკო როსავიაციის ხელმძღვანელის პოსტს დატოვებს, ხოლო ამ პოზიციაზე მისი მოადგილე, დმიტრი იადოროვი დაინიშნება.

რუსეთის მთვარობის განცხადებაში ნერადკოს გადადგომის ოფიციალური მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  

ნერადკო როსავიაციას 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე ის რუსეთის სატრანსპორტო სამინისტროში მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საავიაციო სექტორმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთის დაწესებული სანქციები გამო დიდი ზარალი განიცადა.

2022 წლის მარტში რუსეთმა დასავლური კომპანიებისგან იჯარით აღებული 10 მილიარდი დოლარის ღირებულების თვითმფრინავი ჩამოართვა.

ნერაკდომ 2023 წლის თებერვალში თქვა, რომ დასავლური თვითმფრინავები სათანადო უზრუნველყოფის შემთხვევაში, 2030 წლამდე უსაფრთხოდ ფრენას შეძლებდნენ.

მას შემდეგ, რაც რუსულ ავიახაზებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ, მათი თვითმფრინავები ე.წ. "მეგობარ" ქვეყნებში დაფრინავენ.

კომენტარები