რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ნიუ–იორკში შეხვდება

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს დღეებში ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

ინფორმაციას პოლონური მედია PAP ავრცელებს. 

"უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მე შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში ნიუ-იორკში შევხვდებით. სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ასევე ვისაუბრებთ მარცვლეულის პრობლემის შესახებ" - თქვა ანდჟეი დუდამ. 

ანდჟეი დუდამ ასევე თქვა, რომ პოლონეთი არაა დაინტერესებული უკრაინული მარცვლეულის შეძენით, რადგან პოლონეთმა საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას. თუმცა, ამავდროულად დუდამ დაადასტურა, რომ პოლონეთი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. 

კომენტარები