ნიგერის სამხედრო ხუნტა

საფრანგეთმა ნიგერის ხუნტის მიერ დაკავებული ფრანგი დიპლომატის გათავისუფლება დააანონსა

ემანუელ მაკრონი
AFP/Christophe Simon

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიგერის სამხედრო ძალების მიერ დაკავებული ფრანგი დიპლომატი, სტეფან ჟულიენი მალე გათავისუფლდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჟულიენი ნიგერში საფრანგეთის მოქალაქეთა მრჩეველის თანამდებობის ფარგლებში ფრანგ ემიგრანტების ინტერესებს წარმოადგენდა და მჭიდროდ თანამშრომლობდა ქვეყნის საელჩოებთან და საკონსულოებთან. იგი ნიგერის უსაფრთხოების ძალებმა 8 სექტემბერს დააკავეს. სამინისტრო მისი დაკავების დეტალების შესახებ არ საუბრობს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მსოფლიოში 442 ასეთი მრჩეველია. მათი როლი ფრანგი ემიგრანტებისთვის სამუშაოსთან, სკოლებთან, სოციალური უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებში დახმარების გაწევაა. ამასთან, ისინი თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით აირჩევიან.

12 სექტემბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქეთრინ კოლონამ გააკეთა განცხადება ნიგერში უსაფრთხოების ძალების მიერ დაკავებული ფრანგი დიპლომატის შესახებ და ფრანგი მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. 

2023 წლის აგვისტოში ნიგერში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედრო ხუნტამ მოითხოვა, რომ ნიგერში საფრანგეთის ელჩს და დიპლომატებს სწრაფად დაეტოვებინათ ქვეყანა. საფრანგეთი სამხედრო ხუნტის ძალაუფლებას ნიგერში არ ცნობს. 

კომენტარები