ნიგერში სამხედრო გადატრიალების შედეგად გაზრდილი უსაფრთხოების რისკების გამო აშშ-მ საკუთარი სამხედრო და დიპლომატიური პერსონალის ნაწილი გამოიხმო.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები არ აზუსტებენ, თუ რამდენი ადამიანი დატოვებს ნიგერს.
სამხედრო გადატრიალებამდე ნიგერში 1 100 ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა. აშშ-ს ნიგერში ორი საჰაერო ბაზა აქვს დედაქალაქ ნიამეიში და ქალაქ აგადეზში.
ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევაკუაცია მხოლოდ მიმდინარე პერიოდში "არასაჭირო" პერსონალს შეეხება და ეს გადაწყვეტილება არ ცვლის აშშ-ს წარმოდგენილ ძალას რეგიონში.
უკანასკნელ წლებში აშშ-ს ჯარისკაცები ნიგერის შეიარაღებულ ძალებს წვრთნიდნენ და ეხმარებოდნენ ისლამურ სახელმწიფოსთან და ალ-კაედასთან დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში.





