ევროპის ცენტრალური ბანკი

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულ ნიშნულამდე, 4%-მდე გაზარდა

GETTY IMAGES

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ევროზონის რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულად მაღალ ნიშნულამდე გაზარდა.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მოლოდინის გამო, რომ ინფლაციის მაღალი დონის დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, რეფინანსირების განაკვეთი ზედიზედ მეათედ, ამჯერად 3.75%-დან 4%-მდე გაზარდა.

უახლესი ზრდა მას შემდეგ მოხდა, რაც იწინასწარმეტყველეს, რომ ინფლაცია 2023 წელს საშუალოდ 5.6% იქნება. მაგრამ ევროპის ცენტრალურმა ბანკის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 14 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა მიმდინარე პერიოდში, შესაძლოა, ამ სახის ბოლო ცვლილება იყოს.

"მმართველი საბჭო თვლის, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთებმა მიაღწია იმ ნიშნულს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე შენარჩუნებადი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინფლაციის სამიზნე დონეზე დროულად დაბრუნებაში". - აცხადებენ ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები.

ბანკის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ ევროზონის ოცივე ქვეყანაში ინფლაცია პირველ ეტაპზე 2.9%-მდე, ხოლო 2025 წლისთვის 2.2%-მდე შემცირდება.

რეფინანსირების განაკვეთი არის პროცენტი, რასაც მსესხებელი ბანკს ფულის სესხებისას უხდის.

ცენტრალური ბანკები ზრდიან რეფინანსირების განაკვეთებს, რათა შეამცირონ ინფლაცია, რადგან გაძვირებული სესხები ამცირებს კერძო შესყიდვებსა და ინვესტიციებს, რაც საბოლოოდ ფასების დონის შემცირებაზე და შესაბამისად, ინფლაციაზე აისახება.

კომენტარები