ილონ მასკი

WP: ილონ მასკი კალიფორნიაში ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება

Shutterstock/AP. Image edited by CCN.com

The Washington Post-ის ცნობით ილონ მასში კალიფორნიაში, კერძოდ Sillicon Valley-ზე ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. შეხვედრა სოციალურ ქსელ X-ში სიძულვილის ენის და ანტისემიტიზმის შემცველი მესიჯების მზარდ რაოდენობას შეეხება. 

მას შემდეგ რაც სოციალური პლატფორმა X (ყოფილი Twitter) ილონ მასკმა იყიდა, ამ ქსელში სიძულვილის ენის შემცველი, განსაკუთრებით კი ანტისემიტური შინაარსის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ კვირას, ილონ მასკმა თქვა, რომ ამერიკის ბაზრიდან რეკლამების განთავსებით მიღებული შემოსავალი 60%-ით შემცირდა. 

Reuters-ის იინფორმაციით, ისრაელის პრემიერმინისტრსა და ილონ მასკს შორის შეხვედრა მასკის ებრაელი მეგობრების და ლობისტების ბოლო ნაბიჯია, აიცილონ ანტისემიტურ შინაარსებთან დაკავშირებული დიდი კრიტიკა. თავად ილონ მასკს ამ შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები