ეს არის ის იმ მავნებლობის გაგრძელება, რა ხაზიც ოცნებას წლებია აქვს, რომ ჩვენზე კი არ არის რამე დამოკიდებული, სხვებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ამასობაში ჩვენ ორ კარში ვდგავართ და ვცივდებით, ანუ ვერ ვართ დაცული და ვერაფერს ვიზამთ, ამიტომ თითქოს სხვა კარი უნდა ვეძებოთ, რომ დაცულები ვიყოთ. ეს არის უსინდისო სიცრუე. იმისთვის, რომ კარში შეხვიდე და თავისუფალ სამყაროში დაბრუნდე ძალისხმევა უნდა გაწიო. თუ ბარიერი გაქვს, ძალისხმევა უნდა გააორმაგო, როგორც ეს ლიტვა, ლატვია და ესტონეთმა გააკეთეს თავის დროზე. ამის ნაცვლად, ეს რეჟიმი, არა თუ ძალისხმევას არ წევს, პირიქით, საპირისპირო საქმეს აკეთებს და საზოგადოებაში უიმედობას ნერგავს, რომ არაფერი არ გამოვა.
tbl.ge/6i4g
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება ქართული ოცნების თავჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე თქვა, რომ "ღია კარში ყოფნა და ორპირ ქარში ყოფნა, არის ძალიან საშიში. ორპირმა ქარმა გაციება იცის. შესაბამისად, ეს მდგომარეობა კარგი და სწორი არ არის".
ამავე თემაზე
- საფრანგეთი, ლიტვა და პოლონეთი რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ
- ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: NATO არ დაიშლება და აშშ თავის მოკავშირეებს დაიცავს
- ტრამპი ესპანეთს ტარიფების დაწესებით ემუქრება
- NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნას 13 ოქტომბერს დაიწყებს
- პუტინი: ჩვენ NATO-ში გაწევრიანების სურვილი ორჯერ განვაცხადეთ და ორივეჯერ უარი მივიღეთ




