რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ლუკაშენკო რუსეთის დანაშაულების "თანამონაწილედ" არის ხსენებული

ალექსანდრ ლუკაშენკო 2023 წლის 9 მაისის პარადზე მოსკოვში.
ТАСС

ევროპულმა პარლამენტმა ახლად მიღებულ რეზოლუციაში ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების თანამონაწილედ მოიხსენია.

"რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოების შესაძლებლობის მიცემით, ლუკაშენკოს რეჟიმი იქცა რუსეთს მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილედ, რაც მას უკრაინისთვის მიყენებული ზიანის პასუხისმგებლობას აკისრებს. სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს, რომელიც გამოიძიებს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, უნდა ჰქონდეს იურისდიქცია, გამოიძიოს არა მხოლოდ პუტინი და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, არამედ ბელარუსის ხელმძღვანელობაც". – წერია რეზოლუციაში.

ევროპულმა პარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, გააფართოონ და გააძლიერონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და რომ ეს სანქციები რომ არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ ბელარუსზეც გავრცელდეს.

ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტის სხვა საერთაშორისო ფედერაციებს, არ მისცემ რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2024 წლის პარიზლის ოლიმპიურ თამაშებსა ან ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალება.

ევროპული პარლამენტი გმობს რუსეთის მიერ კონტროლირებული უკრაინის ტერიტორიებიდან 2 150-ზე მეტი ბავშვის ბელარუსის ე.წ. რეკრეაციულ ბანაკებში უკანონო გადაყვანას. რეზოლუციის მიხედვით, გამოძიების შედეგად შესაძლოა დადასტურდეს ბელარუსის ხელისუფლების დანაშაული და ამ შემთხვევაში, ევროპარლამენტი მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), პუტინის მსგავსად, ლუკაშენკოს დაკავების ორდერის გაცემაც განიხილოს.

კომენტარები