პუტინის რუსეთი

სოლოვიოვი: სტალინის დროს მართლმადიდებელი ეკლესია გაცილებით თავისუფალი იყო

კრემლის ცნობილმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა საბჭოთა კავშირში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა.

"ჩემთვის სსრკ არა უღმერთობის 70 წელი, არამედ სამშობლოა. მახარებს რომ ფრონტზე საბჭოთა სიმბოლიკას ყველგან ვხედავ. ძალიან ბევრია, არ ვგულისხმობ მხოლოდ წითელ და 150-ე პოლკის დროშებს. უეცრად რაღაცებს ვიაზრებთ საკუთარი ისტორიის შესახებ, იმას ვგულისხმობ, რომ ყველაფერი ისე მარტივი არ იყო". – ამბობს სოლოვიოვი.

შემდეგ საუბარში ერთვება გადაცემის სტუმარი, კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი:

"სტალინმა მეორე მსოფლიო ომის დროს მღვდელმთავრები გამოიძახა და ყველაფერი მისცა: სასახლე, მანქანები. მიხვდა, რომ ამის გარეშე არაფერი გამოვა".

სიმონიანის აზრს სოლოვიოვი ასე აგრძელებს:

"უცნაური აზრი უნდა გამოვთქვა. რუსეთის ისტორიას რომ გადავხედოთ პეტრეს დროიდან მოყოლებული, სტალინის დროს მართლმადიდებელი ეკლესია გაცილებით თავისუფალი და რეალურად დამოუკიდებელი იყო. იქამდე ეკლესიის მეთაური იყო მეფე, საქმეებს კი მინისტრი განაგებდა. საბჭოთა ხელისუფლება კი, თუნდაც ფორმალურად ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ეკლესია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია".

კომენტარები