NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა შორეულ პლანეტაზე, შესაძლოა, სიცოცხლის ნიშნის მტკიცებულება აღმოაჩინა.
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნიკუ მადჰუსუდჰანმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ ტელესკოპმა დიმეთილ სულფიდის მოლეკულა აღმოაჩინა. დედამიწაზე აღნიშნული მოლეკულა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ წარმოიქმნება, რომ სიცოცხლე არსებობს.
მკვლევრებმა ასევე პლანეტის ატმოსფეროში აღმოაჩინეს CO2 და მეთანი. აღნიშნული აირების აღმოჩენა, შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ პლანეტაზე, სახელად K2-18b, ოკეანე არსებობს.
მკვლევართა თქმით, აღმოჩენა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სიცოცხლის არსებობა დადასტურდეს და ამისთვის დამატებითი მონაცემების შეგროვება და კვლევების ჩატარებაა საჭირო.