რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანია უკრაინისთვის 830 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters

დანია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც 830 მილიონი დოლარის ოდენობის იქნება. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, სატანკო საბრძოლო მასალას და საზენიტო იარაღებს. ინფორმაციას დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ დანიისგან დახმარების ეს პაკეტი მე-12 იქნება და იქნება ყველაზე მასშტაბური უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. 

"იმისთვის, რომ უკრაინამ გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა რუსეთის უკანონო შემოჭრისგან, აუცილებელია, რომ დანიის მსგავსმა ქვეყნებმა განაგრძონ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა", - თქვა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა.

კომენტარები