ვლადიმირ პუტინი

პუტინი გაქცეულ ჩუბაისზე: ის უკვე ანატოლი ბორისოვიჩი კი არა, ვიღაც მოშე იზრაელოვიჩია

ვლადიმერ პუტინმა ვლადივასტოკში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთიდან გაქცეულ პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელზე, ანატოლი ჩუბაისზე ილაპარაკა.

"ანატოლი ბორისოვიჩი იქ სადღაც იმალება. რაღაც ფოტო მაჩვენეს ინტერნეტიდან, რომელშიც ის უკვე ანატოლი ბორისოვიჩი კი არა, ვიღაც მოსე იზრაელოვიჩია". – ამბობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მდგრადი განვითარების საკითხებში ანატოლი ჩუბაისი რუსეთიდან 2022 წლის მარტში გაიქცა. 

2023 წლის მაისში ისრაელის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩუბაისი და მისი ცოლი ავდოტია სმირნოვა ისრაელში ცხოვრების მუდმივ უფლებას ითხოვდნენ. ყოფილმა მაღალჩინოსანმა ინფორმაცია არ დაადასტურა.

პუტინმა ასევე რუსეთიდან ისრაელში გაქცეულ, კომპანია Yandex-ის დამფუძნებლის, არკადი ვოლოჟას შესახებ ილაპარაკა:

"შესაძლებელია წარმოიდგინო, რომ ადამიანს არ მოსწონდეს რასაც ხელისუფლება აკეთებს. აქვს თუ არა უფლება ამ დროს გამოთქვას საკუთარი აზრი? რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არსებობს ბევრი ნიუანსი. ასევე შესაძლებელია ჩვენი გეოპოლიტიკური მტრების მხარეს გადავიდეს და მათ აუბას მხარი".

ვლადივასტოკში რუსეთის ინიციატივით აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი იმართება. ფორუმის ფარგლებში პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდება. დასავლური დაზვერვის ცნობით შეხვედრის მთავარი მიზანი ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის შეძენაა.

კომენტარები