საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გზების დეპარტამენტი: ჩოხატაური-ოზურგეთის გზაზე, ადიდებულმა ხევმა სავალი ნაწილი დააზიანა

ტელეკომპანია კავკასია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე (სოფ. ბუკნართან), ადიდებულმა ხევმა არსებული მილხიდი და გზის სავალი ნაწილი დააზიანა.

უწყების ცნობით, ზემოხსენებულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტარნსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, ადგილზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

კომენტარები