ილონ მასკი

ილონ მასკი და გრაიმსი მესამედ გახდნენ მშობლები, ახალშობილის სახელია TAU TECHNO MECHANICUS

მილიარდერი ილონ მასკი და მომღერალი გრაიმსი მესამედ გახდნენ მშობლები. ინფორმაციას თავად მასკი ადასტურებს.

უმცროს შვილს წყვილმა მასკის ერთ-ერთი ტექნოლოგიის საპატივცემულოდ Tau Techno Mechanicus დაარქვა. უფროსი შვილების სახელია X Æ A-Xii, Exa Dark Sideræl Musk.

მასკი და გრაიმსი 2021 წლის სექტემბერში დაშორდნენ. 2021 წლის დეკემბერში სუროგაციის გზით მათ მეორე შვილი შეეძინათ. 

ილონ მასკს წინა ურთიერთობიდან ხუთი შვილი ჰყავს – ტყუპები გრიფინი და ვივიანი, სამი ტყუპი დემიენი, სექსონი და კაი.  გრაიმსის სამივე შვილის მამა მასკია.

"აშშ-ს შობადობის პრობლემები აქვს, მე ჩემი წვლილი შემაქვს ამ პრობლემის გადასაჭრელად". – განაცხადა მასკმა.

მილიარდერმა და კანადელმა მომღერალმა ურთიერთობა 2018 წელს დაიწყეს. დაშორების მიუხედავად გრაიმსი მას "საუკეთესო მეგობრად და ცხოვრების სიყვარულად" მიიჩნევს.

კომენტარები