რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ შავ ზღვაში ე.წ. ბოიკოს კოშკებზე კონტროლი დაიბრუნა

Vincent Mundy/Bloomberg/Getty Images

უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში ე.წ. ბოიკოს კოშკებზე კონტროლი დაიბრუნეს. ე.წ. ბოიკოს კოშკები ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბურღვის პლატფორმებია ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს. 

რუსულმა ძალებმა კოშკები 2015 წელს დაიკავეს და 2022 წელს დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ მათ სამხედრო დანიშნულებით იყენებდნენ. როგორც ცნობილია, რუსული მხარე პლატფორმებს სამხედრო  ვერტმფრენების დასასმელად იყენებდა. 

"უნიკალური ოპერაცია განხორციელდა უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მიერ ბოიკოს კოშკებზე კონტროლის დასაბრუნებლად" - ნათქვამია თავდაცვის დაზვერვის განცხადებაში. 

კომენტარები