G20-ის სამიტი ინდოეთში

G20-ის სამიტი: ბაიდენმა და მოდიმ ინდოეთში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე ისაუბრეს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დელიში G20-ის სამიტს დაესწრო
GETTY IMAGES

G20-ის სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან ინდოეთში ადამიანის უფლებებისა და თავისუფალი პრესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ინდოეთში აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა წინ წამოწიეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუარესების საკითხი პრემიერმინისტრ მოდის მმართველობის პერიოდში. მათი თქმით, ინდოეთში უმცირესობათა უფლებები მრავალმხრივ ილახება.

ინდოეთის მთავრობამ ბრალდებები უარყო. მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ტყულია, რომ თავდასხმები უმცირესობებზე, განსაკუთრებით მუსლიმებზე, მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2014 წელს ინდუისტური ნაციონალისტური პარტია ბჰარატია ჯანატა (BJP) ხელისუფლებაში მოვიდა.

"როგორც მჩვევია, მე წამოვჭერი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და ის სასიცოცხლო როლი, რაც თავისუფალ პრესას ცივილიზებული საზოგადოებისა და ძლიერი ქვეყნის ჩამოყალიბებაში აკისრია". - აღნიშნა ბაიდენმა. 

რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს (RSF) მიერ მაისში გამოქვეყნებული მსოფლიო პრესის თავისუფლების უახლესი ინდექსის მიხედვით, ინდოეთის პოზიცია შარშანდელთან შედარებით 11 ადგილით დაეცა და 161-მდე დაიკავა 180 ქვეყნიდან.

კომენტარები