რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში მოსალოდნელია მასობრივი მობილიზაცია დაიწყოს - უკრაინა

მობილიზაცია
A new mobilization is about to begin in Russia/depositphotos.com 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთში მასობრივი მობილიზაციის დაწყებაა მოსალოდნელი. მათი თქმით, რუსეთი ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგის ასანაზღაურებლად დაახლოებით 400-დან 700 ადამიანის მობილიზაციას გეგმავს, მათ შორის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. 

"აღსანიშნავია, რომ ამჯერად დაგეგმილია ჩეჩნეთის რესპუბლიკის 40 000-მდე მოსახლის გაწვევა. [...] ამავდროულად, მოსკოვისა და პეტერბურგის მოსახლეობაში დაგეგმილი მობილიზაციის მასშტაბი კვლავ მინიმალური რჩება". - წერია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.


2022 წლის 21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თავდაცვის სამინისტრო 300 000-მდე ადამიანის მობილიზებას აპირებდა. თავდაპირველად ამბობდნენ, რომ პროცესი შეეხებოდათ მხოლოდ მათ, ვისაც სამხედრო მომზადების გამოცდილება უკვე ჰქონდა, თუმცა გაწვევა ბევრ გამოუცდელსაც მიუვიდა. რუსებმა აქტიურად დაიწყეს ქვეყნის დატოვება. რამდენიმე გამშვებ პუნქტთან, მათ შორის ზემო ლარსთან შეიქმნა დიდი რიგები. აღსანიშნავია, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების სიტყვით გამოსვლაში პუტინმა ბირთვული მუქარა კვლავ გაანახლა. მობილიზაციის პროცესისას არსებობდა ეჭვი, რომ კრემლი 300 000-ზე მეტი ადამიანის მობილიზებას აპირებდა. ამას გარდა, ცხადი გახდა, რომ მობილიზების სისტემას ჰქონდა გარკვეული პრობლემები, რაც პუტინმა თავადაც აღიარა კიდეც.

კომენტარები