ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში

ჯაველიძე: პრემიერს კერძო ვიზიტისას არასდროს უმგზავრია ბიუჯეტის ხარჯზე, არც აპირებს

მინდა ცალსახა განცხადება გავაკეთო, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი კერძო ვიზიტის დროს არასოდეს არ უმგზავრია, არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში უმგზავრია და არც მომავალში არ აპირებს, იმგზავროს ბიუჯეტის ხარჯზე.

მას საქართველოს კანონი არ დაურღვევია, სამთავრობო ბორტის გამოყენების უფლება მას აქვს, ისევე როგორც სახელმწიფო დაცვის უფლება და ის კამპანია, რომელიც დღეს მიმდინარეობს, არის უბრალოდ ცილისმწამებლური, არის ცრუ, არის ტყუილი

ეს იყო საქართველოს პრემიერმინისტრის კერძო ვიზიტი და ის არის პასუხისმგებელი იმ ხარჯებზე, რაც დაკავშირებულია ამ ვიზიტთან.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში შვილთან ერთად ვიზიტზე.

კომენტარები