ერდოღანი G-20-ს მოუწოდებს მარცვლეულის შეთანხმებაზე რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნა დააკმაყოფილოს

Maxim Shipenkov/AFP via Getty Images

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი G-20-ის ლიდერებს მოუწოდებს, რომ მარცვლეულის შეთანხმების აღსადგენად რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნა დააკმაყოფილონ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomerang-ი ავრცელებს.

თურქეთი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ლონდონის Lloyd's Bank-ის მიერ რუსული საკვებისა და სასუქების ექსპორტი უზრუნველყონ და მოსკოვი საერთაშორისო გადახდებისთვის SWIFT სისტემასთან თავიდან დააკავშირონ.

სამიტზე G20-ის წევრები ისაუბრებენ მარცვლეულის შეთანხმების მნიშვნელობაზე განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით აფრიკაში და მოუწოდებენ რუსეთს, შეწყვიტოს "სამხედრო განადგურება" ან სხვა თავდასხმები შესაბამის ინფრასტრუქტურაზე.

გარდა ამისა, ისინი რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან მარცვლეულის, საკვები პროდუქტებისა და სასუქების დაუყოვნებელ და შეუფერხებელ მიწოდებას მოითხოვენ.

თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, თურქეთი თავის პარტნიორებს ეუბნება, რომ შეთანხმების განახლების გზა არის სანქციების შემსუბუქება, რომლებიც მოსკოვის თქმით, მას სოფლის მეურნეობის იმპორტში ხელს უშლის.


მსოფლიო ლიდერები, რომლებიც სამიტის ფარგლებში დელიში იმყოფებიან, არიან ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა, კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იაპონიის პრემიერმინისტრი ფუმიო კიშიდა, საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი ჩინელი კოლეგა, სი ძინფინგი არ ესწრებიან სამიტს. მათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და ჩინეთის პრემიერმინისტრი, ლი ციანი წარმოადგენენ.

კომენტარები