სტიქია გურიაში

გურიაში უხვი ნალექის გამო გზის რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

Facebook post

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, უხვი ნალექის გამო სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა, ხოლო რომ შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე მიწის შვავის ჩამოსვლის გამო, გზა ორივე მხრიდან დაიკეტა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ ეტაპზე აკრძალულია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ნაცვლად ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე. გაწმენდითი სამუშაოები ნალექის შედეგად დამდგარი წყლის დონის შემცირებისთანავე დაიწყება.


შეგახსენებთ, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი ნალექის შედეგად აჭარასა და გურიაში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, გურიის სხვადასხვა სოფელში ეძებენ 3 პირს, მათ შორის 2 არასრულწლოვანს. 

კომენტარები