პუტინის რუსეთი

სანქტ-პეტერბურგში დააკავეს ქალი, რომელმაც სამხედრო კომისარიატს ცეცხლი წაუკიდა – [VIDEO]

სანქტ-პეტერბურგში დააკავეს ქალი, რომელმაც სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის გადაწვა სცადა. 

უცნობმა ქალმა კომისარიატის კარს წაუკიდა ცეცხლი, შემდეგ კი ქვებით ფანჯრების ჩამსხვრევა სცადა. თავის ქმედებებს საკუთარი ტელეფონით იღებდა. ქალი გამვლელებმა დააკავეს და ადგილზე მოსულ პოლიციას ჩააბარეს.

დაკავების შემდეგ ქალმა განაცხადა, რომ კომისარიატზე თავდასხმა "თაღლითებმა აიძულეს".

მიმდინარე წლის ივლისიდან რუსეთში ათობით სამხედრო კომისარიატს გაუჩინეს ცეცხლი. რამდენიმე დაკავებული აცხადებდა, რომ თავდასხმა აიძულეს თაღლითებმა, რომლებიც თავს ФСБ-ს თანამშრომლებად ასაღებდნენ. აგვისტოში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოხშირდა ახალი ტიპის სატელეფონო თაღლითობა, რომელიც ადამიანებს ხანძრის გაჩენას აიძულებს.

წყარო: Meduza

კომენტარები