რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევშია – EP

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
CNN

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევშია. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა European Pravda წერს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სავარაუდო ვიზიტზე ინფორმაცია გუშინ, 5 სექტემბერს გავრცელდა.

ბლინკენის კიევში ჩასვლის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ გასულ ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანა

კიევის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგიი პოპკოს თქმით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა X-101-ის, X-555-ისა და X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები და, სავარაუდოდ, სხვა სახის ბალისტიკური რაკეტაც. მისივე ინფორმაციით, დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით უვნებელყვეს.

ბოლოს ბლინკენი უკრაინას ერთი წლის წინ ეწვია. 2022 წლის აპრილში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში აშშ-ს თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად ჩავიდა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების შესახებ სწორედ ამ ვიზიტის დროს განაცხადეს. 

კომენტარები