რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ბირთვული შესაძლებლობების მქონე ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემა.

გასულ ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა

კიევის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგიი პოპკოს თქმით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა X-101-ის, X-555-ისა და X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები და, სავარაუდოდ, სხვა სახის ბალისტიკური რაკეტაც.

პოპკოს თქმით, დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით უვნებელყვეს. მისივე ცნობით, შემთხვევას კიევში მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. პოპკომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩამოგდებული სამიზნეების ზუსტ მონაცემებს შემდეგში უკრაინის საჰაერო ძალები გამოაქვეყნებდნენ. 

რუსული რაკეტის ნაწილების ჩამოვარდნის შედეგად, ხანძარი გაჩნდა კიევის ოლქში მდებარე საწარმოში. 

ამას გარდა, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში ოდესის ოლქში, იზმაილის რაიონში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დასახლებულ პუნქტებში დაზიანდა რამდენიმე შენობა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მათ 33 რუსული სამიზნიდან 23-ი რაკეტისა და დრონის ჩამოგდება შეძლეს. მათივე ინფორმაციით, ჩამოგდებულ ობიექტებს შორის არის Искандер-М ტიპის ბალისტიკური რაკეტაც.

კომენტარები