საქართველო-ევროკავშირი

ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა

REUTERS/Piroschka van de Wouw/File Photo      

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველის 7-8 სექტემბერს ეწვევა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გამოქვენებულ განცხადებაში წერია, რომ ბორელის პირველი ვიზიტით საქართველოში გაჩნდება შესაძლებლობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესის განხილვისა და ასევე, გაიცვლება აზრები უფრო ფართო პოლიტიკურ და რეგიონულ საკითხებზე.

ჯოხეფ ბორელი საქართველოში ყოფნისას შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერმინისტრთან ერთად ის საერთო პრესკონფერენციას გამართავს.

ამასთან ერთად, დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ცნობით, ჯოზეფ ბორელი მონაწილეობას მიიღებს EUMM-ის მიერ ორგანიზებულ მისიაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

კომენტარები