რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი თანამდებობიდან გადადგა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს ჩააბარა

3 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ახალი თავდაცვის მინისტრი ყირიმელი თათარი, რუსტემ უმეროვი იქნება, რომელიც სახელმწიფო საკუთრების ფონდის უფროსი იყო. 

რეზნიკოვის გადადგომის წერილში, თავდაცვის მინისტრმა გასული 22 თვე მიმოიხილა და შეაფასა უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობა რუსეთის სასტიკ ომში. წერილში ოლეკსი რეზნიკოვი ასევე აფასებს საკუთარ როლს ამ კრიტიკულ პერიოდში. 

"რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ნახევარი უკვე გათავისუფლებულია. ჩვენი მებრძოლები ყოველდღიურად წინ მიიწევენ" - წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ წერილში. 

უკანასკნელ თვეებში რეზნიკოვი რამდენიმე პოლიტიკური სკანდალის ეპიცენტრში მოექცა, რომლებიც უკრაინის თავდაცვის მიერ ჯარის კვებისა და სამოსისთვის გამოყოფილი ფულის არამიზნობრივ ხარჯვას შეეხებოდა. 

კომენტარები