ლევან ნიკოლეიშვილი

ნიკოლეიშვილი: ტრამპს ბოკერიაზე უარესი არაფერი გაუკეთებია

მე მაქვს ერთი კონკრეტული კითხვა - კრამერი, ჰოჯესი და ძმანი მისნი გიგა ბოკერიას გვერდით რომ დგანან, დონალდ ტრამპს ბოკერიაზე უარესი არაფერი გაუკეთებია, რაზეც ბრალი წარუდგინეს. ამერიკული სტანდარტით, როგორც ტრამპმა, ასევე ბოკერიამ იცოდნენ, რომ არჩევნები წაგებული ჰქონდათ, მაგრამ მაინც საპირისპიროს ამტკიცებდნენ სიტყვით და ქმედებით. ჰოდა, პატივცემულო პანელელებო, თქვენივე სტანდარტით სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად კონფერენციების ჩატარება არ გიტყდებათ? სწორედ ამ ორმაგი სტანდარტების და ქართველი ხალხის შეურაცხყოფისთვის - მუდამ გეყოფათ "მცირე სასტუმროები" თქვენი ფარისევლური შეკრების ჩასატარებლად. ეგაა თქვენი მასშტაბი.

წერს რეჟიმის ტროლი ლევან ნიკოლეიშვილი მაკეინის და ბუშის ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე. 

კომენტარები