რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Shahed-ის ტიპის 25 დრონიდან 22 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 2 სექტემბრის ღამით უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიიდან გაშვებული Shahed-ის ტიპის 25 უპილოტო საფრენი აპარატიდან 22-ის განადგურება მოახერხეს

მათივე ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა Shahed 136/131 უპილოტო საფრენი აპარატებით სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან რამდენჯერმე შეუტიეს. 

"საერთო ჯამში, 25 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს და თავს დაესხნენ ოდესის სამხრეთ რეგიონებს. მათგან 22 უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს". - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსულმა ძალებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს ოდესის რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც დაშავდა 2 ადამიანი. 

კომენტარები