რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს – Reuters

M1A2 Abrams-ის ტიპის ტანკი ისვრის ჭურვს ფორტ ბენინგში ჩატარებულ შეჯიბრზე, 2022 წელი.
Spc. Joshua Taeckens

აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროებზე, მათ შორის, აშშ-ს ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს

სააგენტო წერს, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალა უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ნაწილია, რომელსაც აშშ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოაცხადებს. ამავე ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება $240-დან $375 მილიონამდე იქნება, თუმცა, დაზუსტებული არ არის. 

გარდა ამისა, Reuters-ი წერს, რომ საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელსაც აშშ უკრაინას პირველად გადასცემს, Abrams-ის ტიპის ამერიკულ ტანკიდანაა შესაძლებელი. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალა უკვე გადასცა. 

ამასთანავე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაღარიბებული ურანის საბრძოლო მასალები დიდი რაოდენობით 1990 და 2003 წლებში - სპარსეთის ყურის ომებსა და 1999 წელს ყოფილი იუგოსლავიის  დაბომბვისას გამოიყენა.

კომენტარები