რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პროკურატურა: თავდაცვის სამინისტრომ ჯარისთვის მილიონობით უხარისხო პროდუქტი იყიდა

John Moore/Getty images

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალებისთვის, კომერციულ სტრუქტურასთან 430 მილიონი გრივნის (დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარი) დამატებითი ხელშეკრულების გაფორმებით, საკვების მილიონობით უხარისხო ნაკრები შეიძინა.

"გენერალური პროკურორის ოფისის დაცვის სფეროს სპეციალიზებულმა პროკურორებმა სასამართლოში დაამტკიცეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ კომერციულ საზოგადოებასთან გაფორმებული, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სურსათის ნაკრების შეძენის შეთანხმების დამატებითი ხელშეკრულების უკანონობა". – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ცნობის მიხედვით, დამატებითი შეთანხმებით გათვალისწინებული იყო იმ სურსათის შეძენა, რომელიც კანონმდებლობის მიერ დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა და არ აკმაყოფილებდა სამხედროების საჭიროებებს.

სასამართლოში დაამტკიცეს, რომ ასეთი დამატებითი ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ მოხდა და სახელმწიფო ინტერესებთან წინააღმდეგობაშია.

აქამდე, გასულ დღეებში უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ქურთუკების სკანდალის ეპიცენტრში მოექცა. 10 აგვისტოს გამოცემა Зеркало недели წერდა, რომ თურქულმა კომპანიამ 2022 წელს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საზაფხულო ქურთუკები მიყიდა, როგორც ზამთრის ქურთუკები, რომელთა ფასი უფრო ძვირია. რეზნიკოვი მედიას მოუწოდებდა, რომ გამოძიების შედეგებს დალოდებოდნენ.

Українська правда საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს ახლო მომავალში გაათავისუფლებენ. მედიის ცნობით, ის შესაძლოა სახელმწიფო ქონების ფონდის მეთაურმა, რუსტემ უმეროვმა ჩაანაცვლოს.

საკვები შეიარაღებული ძალებისთვის პროდუქტების ძვირად შეძენასთან დაკავშირებით სკანდალი ამ წლის იანვარშიც გახმაურდა – პროდუქტების კონტრაქტის სკანდალის ფონზე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გადადგა.

კომენტარები