უკრაინის კონტრშეტევა

ბოლო 72 საათში უკრაინამ კონტრშეტევაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – თეთრი სახლი

ჯონ კირბი

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბოლო 72 საათში უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა.

"ამ კონტრშეტევის ვერცერთი ობიექტური დამკვირვებელი ვერ უარყოფს, რომ უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. მათ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას რუსული თავდაცვის მეორე ხაზის წინააღმდეგ". - თქვა კირბიმ. 

კირბიმ ასევე უპასუხა იმ ადამიანებს, ვისაც უკრაინის კონტრშეტევას აკრიტიკებს. მისივე თქმით, პარტნიორისა და მეგობრის კრიტიკა, რომელიც ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლაში წარმატების მიღწევას ცდილობს, უსარგებლოა. 

აქამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ კონტრშეტევის კრიტიკოსები უკრაინელ ჯარისკაცებს სახეში აფურთხებენ. 

"კონტრშეტევის ნელი ტემპის კრიტიკა უდრის უკრაინელი ჯარისკაცისთვის სახეში შეფურთხებას. ისინი ყოველდღიურად სწირავენ სიცოცხლეს, წინ მიიწევენ და ათავისუფლებენ თითო-თითო კილომეტრის მიყოლებით უკრაინის მიწას.

ყველა კრიტიკოსს ვურჩევ, გაჩუმდეს. ჩამოდით უკრაინაში და შეეცადეთ, გაათავისუფლოთ ერთი კვადრატული სანტიმეტრი საკუთარი ძალებით". - თქვა მან. 

რა ვიცით ამ დროისთვის უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევის შესახებ? 

კომენტარები