რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კონტრშეტევის კრიტიკოსები ჩვენს ჯარისკაცებს სახეში აფურთხებენ – კულება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ კონტრშეტევის კრიტიკოსები უკრაინელ ჯარისკაცებს სახეში აფურთხებენ

"კონტრშეტევის ნელი ტემპის კრიტიკა უდრის უკრაინელი ჯარისკაცისთვის სახეში შეფურთხებას. ისინი ყოველდღიურად სწირავენ სიცოცხლეს, წინ მიიწევენ და ათავისუფლებენ თითო-თითო კილომეტრის მიყოლებით უკრაინის მიწას.

ყველა კრიტიკოსს ვურჩევ, გაჩუმდეს. ჩამოდით უკრაინაში და შეეცადეთ, გაათავისუფლოთ ერთი კვადრატული სანტიმეტრი საკუთარი ძალებით". - თქვა მან. 

კულებამ ასევე ისაუბრა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მნიშვნელობაზე. 

"დისკუსია, რომელსაც ჩვენ ახლა ვატარებთ გერმანიის მთავრობასთან, არის Taurus-ის ტიპის შორი დისტანციის რაკეტების მიწოდების შესახებ - საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა უკვე გააკეთეს ეს. ბერლინმა განიხილა Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება, რომელთა მოქმედების მანძილი 500 კილომეტრზე მეტია. ნამდვილად არ არსებობს არცერთი ობიექტური არგუმენტი ამ გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ. მე კონსტრუქციულად, გულწრფელად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მოვუწოდებ გერმანიის მთავრობას, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც გონივრული იქნება". - თქვა კულებამ,

მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვას და ომის მალე დასრულებაში დაეხმარება. 

რა ვიცით ამ დროისთვის უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევის შესახებ? 

კომენტარები