უკრაინის კონტრშეტევა

უკრაინამ ზაპოროჟიესთან რუსეთის თავდაცვის ძალების პირველი ხაზი გაარღვია – ტარნავსკი

აზოვის პოლკი

ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ბრიგადირის გენერალის, ალექსანდრ ტარნავსკის თქმით, უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან რუსეთის თავდაცვის ძალების პირველი ხაზი გაარღვიეს.

ამასთან, ტარნავსკის შეფასებით, რუსებმა დროისა და რესურსის 60% თავდაცვის წინა ხაზის აშენებას დაუთმეს მაშინ, როდესაც მეორე და მესამე ხაზებს რესურსების მხოლოდ 20% მოახმარეს. ტარნავსკის თქმით, რუსები არ ელოდნენ, რომ უკრაინა პირველი ხაზის გარღვევას შეძლებდა.

"ჩვენ ახლა პირველ და მეორე თავდაცვით ხაზებს შორის ვართ." - თქვა მან Observer-თან საუბრისას.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბოლო 72 საათში უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა.

"ამ კონტრშეტევის ვერცერთი ობიექტური დამკვირვებელი ვერ უარყოფს, რომ უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. მათ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას რუსული თავდაცვის მეორე ხაზის წინააღმდეგ". - თქვა კირბიმ. 

კომენტარები