რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი ელჩის დაპატიჟების გამო ნობელის პრიზის ცერემონიას შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადონ

ნობელის პრიზის ცერემონიაზე რუსი და ბელარუსი ელჩების დაპატიჟებამ უკმაყოფილება გამოიწვია შვედ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც გეგმავენ, რომ ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადონ

ინფორმაციას შვედური გამოცემა Aftonbladet ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შვედური ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მთავრობის წარმომადგენლები არ აპირებენ ღონისძიებაზე დასწრებას. 

"ჩვენ ჭიქას არ მივუჭახუნებთ რუს ელჩს სანამ პუტინის სისხლიანი აგრესია უკრაინაში გრძელდება" - თქვა ლიბერალური პარტიის ლიდერმა, კარლ იოჰან გეორგ პერსონმა. 

ცენტრის პარტიის ლიდერმა მუჰარემ დემიროკმა თქვა, რომ ის არ აპირებს ცერემონიაზე დასწრებას თუ იქ რუსეთის ელჩიც იქნება. 

ასევე, შვედეთის მემარცხენე პარტიის ლიდერმა ნოში დადგოსტარმა თქვა, რომ არ დაესწრება ნობელის პრიზის ცერემონიას, სანამ უკრაინაში ბომბები ცვივა. 

წინა წლის ცერემონიაზე ღონისძიებას ესწრებოდა შვედეთში წარგზავნილი ყველა დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი რუსეთის  და ბელორუსის გარდა. 

კომენტარები