რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუდანოვი: ფსკოვში საჰაერო ბაზას დრონებით თავს რუსეთის ტერიტორიიდან დაესხნენ

ოთხშაბათს ფსკოვზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე თვითმფრინავი დაზიანდა
EPA

უკრაინის თავდაცვის დაზვერვის უფროსის, კირილო ბუდანოვის ცნობით, 29 აგვისტოს რუსეთის ქალაქ ფსკოვში მდებარე საჰაერო ბაზაზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან მოხდა.

ბუდანოვმა თქვა, რომ ილიუშინის ორი სატვირთო თვითმფრინავი განადგურდა და ორი დაზიანდა. რუსეთი კი ირწმუნება, რომ ოთხი დაზიანდა.

რუსეთზე უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა თითქმის ყოველდღიურად ხდება. უკრაინამ უკვე აიღო პასუხისმგებლობა ფსკოვის აეროდრომზე თავდასხმაზე. თუმცა, ბუდანოვის კომენტარები აქარწყლებს ვარაუდს, რომ ეს შორი დისტანციის იარაღით განხორციელდა.

29 აგვისტოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული წარმოების იარაღი მიზანს 700 კილომეტრის მანძილზე მოხვდა. პსკოვი უკრაინის საზღვრიდან კი დაახლოებით 700 კილომეტრშია.

"ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის ტერიტორიიდან". – თხრა ბუდანოვმა ომის ზონის ვებსაიტს 31 აგვისტოს, თუმცა არ უთქვამს რა ტიპის ან რაოდენობის დრონები იქნა გამოყენებული.

1 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, დილას კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვზე უკრაინული დრონით თავდასხმამ ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობა დააზიანა. თუმცა მეორე დრონი, რომელიც დედაქალაქს უახლოვდებოდა მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

კურსკის რეგიონის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა თქვა, რომ 1 სექტემბერს დილით მომხდარი თავდასხმის შემდეგ სასწრაფო სამსახურები ქალაქ კურჩატოვში ზარალდ აფასებენ.

„დაშავებულები არ არიან. მეორე დრონი ჩამოაგდეს ლიუბერცის მახლობლად, რომელიც  მოსკოვის ცენტრალური სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს“. - წერს სტაროვოიტი Telegram-ის აპლიკაციაში.

მოსკოვის სამ ძირითად აეროპორტში - შერემეტევოში, დომოდედოვოში და ვნუკოვოში 1 სექტემბრის დილას, საჰაერო სივრცეში გაურკვეველი ობიექტის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო, ფრენების ნაწილი გადაიდო, ნაწილი კი გაუქმდა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვნუკოვოს აეროპორტმა მუშაობა განაახლა ადგილობრივი დროით დილის 7:28 საათზე, უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 აგვისტოს ღამით გამოაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ახალი იარაღი შექმნეს, რომლის სამიზნე მანძილი დაახლოებით 700 კმ (435 მილი) იყო.

ასევე 31 აგვისტოს  მოსკოვის მერმა სობიანინმა თქვა, რომ სურდა გაეფართოებინა ქალაქის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო თვითმფრინავების თითქმის ყოველდღიური თავდასხმების ფონზე.

კომენტარები