ეროვნული გამოცდები

აბიტურიენტი გამოცდაზე პირბადით უნდა მივიდეს, თუმცა, თავის მაგიდასთან მისი მოხსნა შეეძლება

აბიტურიენტი გამოცდაზე პირბადით უნდა მივიდეს, თუმცა თავის მაგიდასთან მის მოხსნას შეძლებს. თქვა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შესაბამის თათბირზე მიიღეს.

"აბიტურიენტი აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს გამოცდაზე, თავის მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით. მას გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული." - თქვა გახარიამ.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ გამოცდის მიმდინარეობისას ფანჯრები ღია უნდა იყოს, თუმცა, თუ ჰაერის ტემპერატურა აიწევს, საგამოცდო ოთახში კონდიციონერებს ჩართავენ.

"რა თქმა უნდა, ფანჯრები უნდა იყოს ყველგან ღია. იმ შემთხვევაში თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა ავა 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით შეძლებისდაგვარად ჩვენს აბიტურიენტებს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავისი ცოდნა და ეფექტურად ჩააბარონ გამოცდები" - თქვა გიორგი გახარიამ.

ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება.

კომენტარები