დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის პოზიციას გრანტ შეპსი დაიკავებს

გრანტ შეპსი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას გრანტ შეპსი დაიკავებს.

შეპსი პარლამენტარი 2005 წელს გახდა და მას შემდეგ რამდენიმე თანამდებობაზე მსახურობდა. 2012-2015 წლებში კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეც იყო (თავმჯდომარე პარტიის მთავარი ლიდერი არაა). ბოლოს 2023 წლის თებერვალში შეპსი ენერგოუსაფრთხოების სახელმწიფო მდივნად დანიშნეს.

შეპსმა X-ზე, ანუ ყოფილ Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

"მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას ჩვენი შეიარაღებული ძალების მამაც კაცებთან და ქალებთან, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ. და გავაგრძელებ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ პუტინის ბარბაროსული თავდასხმის წინააღმდეგ საბრძოლველად.". – წერს ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი.

შეპსი გასულ კვირაში კიევსაც ესტუმრა, თავისი ძველი თანამდებობის ფარგლებში.

აქამდე ბრიტანეთის თავდაცვის წინა მინისტრმა, ბენ უოლასმა თანამდებობა დატოვა.

კომენტარები