სამხრეთ აფრიკა

იოჰანესბურგში ხანძარს, სულ მცირე, 63 ადამიანი ემსხვერპლა

REUTERS/Shiraaz Mohamed

31 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის ყველაზე დიდი ქალაქის, იოჰანესბურგის ცენტრალურ, ბიზნეს რაიონში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 63 ადამიანი ემსხვერპლა, 43 კი დაშავდა.

"ქალაქ იოჰანესბურგის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეუძლია დაადასტუროს, რომ დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა". - წერს ქალაქის ადმინისტრაცია X-ზე (Twitter).

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძარმა მოიცვა ხუთსართულიანი მიტოვებული შენობა, რომელშიც ხალხი იყო შესახლებული. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები